ვაკანსიები
კომპანიის შესახებ
დატოვე CV
LinkedIn
Facebook
ბმულის კოპირება
დატოვე CV
ვაკანსიები
კომპანიის შესახებ
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
ქუთაისი
ბათუმი
გაფილტვრა
განულება
დასახელება
თარიღი
ფილტრი
მტვირთავი - ქუთაისი
ლოკაცია: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო". ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის თანამდებობაზე ქუთაისში. სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისიანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში შემოსული საქონლის ჩამოცლა სატვირთო ავტომანქანიდან;** მიღებული საქონლის გადაადგილება, დატვირთვა-გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება;** საწყობსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცარიელი პალეტების, ყუთებისა და სხვა სასაწყობე ინვენტარის განთავსება განსაზღვრულ ადგილას;** შეკვეთის ფურცლის მიხედვით პროდუქციის შეგროვება და შესაბამისი პალეტების მომზადება ავტომანქანების დასატვირთად;** სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება;** სასაწყობე სივრცეების ნარჩენებისგან დასუფთავება;** ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად, დამატებითი ფუნქციების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო განათლება** ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება) უნარები/პიროვნული კომპეტენციები: ** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე : 511 126 210. სხვა მითითებები ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება; სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ბრენდის განვითარების სპეციალისტი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო". ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისისამუშაო განაკვეთი: სრული ფუნქცია - მოვალეობები: · პროდუქციის ადგილზე პრეზენტაცია და დეგუსტაციების/ტესტირებების ჩატარება ბარმენებთან და ბარ-მენეჯერებთან;· HoReCa ობიექტებში (ბარები, რესტორნები, კლუბები) რეგულარული ვიზიტების განხორციელება;· არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;· გაყიდვების სტიმულირება და პროდუქციის ცნობადობის ზრდა ობიექტებში;· ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების და მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი;· უკუკავშირის შეგროვება ბარმენებისა და ობიექტებისგან და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;· საჭიროების შემთხვევაში მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;· პერიოდული ანგარიშგება შესრულებულ სამუშაოსა და მიღწეულ შედეგებზე; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება;** აუცილებელია ბარში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;** გაყიდვებსა და კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;** MS office;** ინგლისური ენა B2;** მართვის მოწმობა (B კატეგორია) უნარები/პიროვნული კომპეტენციები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;** პრეზენტაციის უნარი;** დეტალებზე ორიენტირებული** დროის მართვის უნარი. სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
დასახელება
თარიღი
- აირჩიეთ ლოკაცია -
თბილისი
ქუთაისი
ბათუმი
გაფილტვრა
განულება
1
2
3
ჩანაწერების რაოდენობა : 22
გვერდზე ჩანაწერების რაოდენობა :
10
25
50
100
250
500
1000
გვერდების რაოდენობა : 3