სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** შიდა და გარე პერიმეტრის დაგვა-დასუფთავება, წყლით მორეცხვა;
** სამუშაო საათების განმავლობაში, სისუფთავის კონტროლი და შენარჩუნება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია საშუალო განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლეობა;
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** დაკვირვების, დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
** მოწესრიგებული;
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!