საწყობის ოპერატორი
24-06-2026 -
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული და გასული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
  • საწყობის ყოველდღიური ოპერაციების პროგრამაში ასახვა და კონტროლი;
  • საქონლის მიღების, გადაადგილების, დაკომპლექტების და გაცემის პროცესების სისტემაში დამუშავება;
  • სისტემური ხარვეზების ან შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შესაბამის პირებთან კომუნიკაცია;
  • მარაგების მონაცემების სიზუსტის კონტროლი და სხვაობების იდენტიფიცირება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და შედეგების სისტემაში ასახვა;
  • პროგრამაში შესაბამისი დავალებების შექმნა, განაწილება და მისი მონიტორინგი;
  • სხვადასხვა დეპარტამენტების მხარდაჭერა პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებში;
  • პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით თანამშრომლების კონსულტირება და მხარდაჭერა;

 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** საწყობის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (WMS;ERP);
** MS office.

 


უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.


სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<