სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია - მოვალეობები:
· პროდუქციის ადგილზე პრეზენტაცია და დეგუსტაციების/ტესტირებების ჩატარება ბარმენებთან და ბარ-მენეჯერებთან;
· HoReCa ობიექტებში (ბარები, რესტორნები, კლუბები) რეგულარული ვიზიტების განხორციელება;
· არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
· გაყიდვების სტიმულირება და პროდუქციის ცნობადობის ზრდა ობიექტებში;
· ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების და მომხმარებლის საჭიროებების ანალიზი;
· უკუკავშირის შეგროვება ბარმენებისა და ობიექტებისგან და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
· საჭიროების შემთხვევაში მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
· პერიოდული ანგარიშგება შესრულებულ სამუშაოსა და მიღწეულ შედეგებზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ბარში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** გაყიდვებსა და კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;
** MS office;
** ინგლისური ენა B2;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული
** დროის მართვის უნარი.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!