სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის დეპარტამენტის სტაჟიორის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- ლოგისტიკური ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაციის სისტემაში რეგისტრაციის მხარდაჭერა, მონაცემების სიზუსტის კონტროლი და ახალი კლიენტების მისამართების სისტემაში ასახვა;
- სისტემაში ფორმირებული შეკვეთების დამუშავებაში, სატრანსპორტო საშუალებებზე შეკვეთების განაწილებასა და მარშრუტიზაციის სქემების განახლებაში მონაწილეობა;
- GPS სისტემის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების ყოველდღიური მონიტორინგი, შეფერხებების დაფიქსირება და GPS მოწყობილობების შესახებ მონაცემების აღრიცხვა-განახლება;
- საწვავის ბარათებისა და ლიმიტების აღრიცხვაში მონაწილეობა, საწვავის ხარჯვისა და სამუშაო საათების შესახებ პირველადი მონაცემების შეგროვება;
- MS Excel-სა და ERP სისტემაში ოპერაციული რეპორტების მომზადება, საჭირო ინფორმაციის დამუშავება და პროცესების გაუმჯობესებისთვის მონაცემთა ანალიზში მონაწილეობა;
- ლოგისტიკის ოპერატორებთან, მიწოდების სამსახურის თანამშრომლებთან და გაყიდვების დეპარტამენტთან ყოველდღიური კომუნიკაცია შეკვეთების, მარშრუტებისა და სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული სასაქონლო ნაშთების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია არასრული უმაღლესი განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MS Office (MS Excel) ცოდნა;
- ინტერნეტ საძებო სისტემების და რუქების (google map) გამოყენების უნარი;
უნარები/პიროვნული კომპეტენციები
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების მაღალი მოტივაცია;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, სიზუსტე და აკურატულობა;
- აქტიური, მიზანმიმართული და განვითარებაზე ორიენტირებული;
სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!