მიწოდების მტვირთავი
05-10-2026 -
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების მტვირთავის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი


ძირითადი მოვალეობები:

 

  • სატრანსპორტო საშუალებიდან სავაჭრო ობიექტზე შესატანი შეკვეთის გამზადება, ჩამოტვირთვა და ობიექტზე შეტანა;
  • შესატანი საქონლის ვიზუალური კონტროლი, უნაკლო პროდუქციის მიწოდების მიზნით;
  • სატრანსპორტო საშუალების, სატვირთო სივრცის წესრიგზე ზრუნვა;
  • დღის ბოლოს არსებული ნაშთების მოთავსება საძირეზე იმგვარად რომ შესაძლებელი იყოს გადაადგილება მანქანიდან საწყობის მიმართულებით;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპენტენციის ფარგლებში



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არასრული საშუალო/საშუალო განათლება;
** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;

** ქართული ენის ცოდნა

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** დროის მართვის უნარი;

** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

** პუნქტუალური, დისციპლინირებული



სხვა მითითებები: ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი, უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება; ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 511 12 62 10


სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!