ამგროვებელი
05-08-2026 -
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

 

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

 

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას ამგროვებლის პოზიციაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შეკვეთის ფურცლის მიხედვით, საქონლის ზუსტი სახეობების და რაოდენობების შესაბამისად, პროდუქციის  შეგროვება და მომზადება სადისტრიბუციოდ;

** სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება;

**  სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის შესაბამის ადგილას ან ხელმძღვანელის მიერ მითითებულ ადგილას განთავსება;

** აგროვებული საქონლის პოლიეთილენის პარკით შეფუთვა და მისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსება სტანდარტის/ინსტრუქციის გათვალისწინებით, დაზიანების/დანაკარგის გარეშე;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

** საშუალო განათლება (სავალდებულო);

** ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)

 

უნარები/ პიროვნული კომპეტენციები:

 

** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;

** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი

** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული

 

სხვა მითითებები - ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება.

 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე : 591 030 586.

 

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!