ოფისის ასისტენტი
28-09-2026 -
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც  მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“  შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“  აცხადებს ვაკანსიას  ოფისის ასისტენტის  პოზიციაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური ადმინისტრაციული საქმიანობის მხარდაჭერა და საოფისე მარაგების მონიტორინგი;
  • საჭირო მასალების, ავეჯისა და ტექნიკური აღჭურვილობის შეკვეთისა და მიღების პროცესში მხარდაჭერა;
  • შემოსული და გასული კორესპონდენციის, წერილებისა და დოკუმენტაციის აღრიცხვა, მოწესრიგება და არქივირება;
  • ოფისის ტექნიკური და საოფისე საჭიროებების მონიტორინგი და შესაბამისი პირების ინფორმირება;
  • შემოსულ ზარებსა და წერილებზე პასუხის გაცემა და ვიზიტორების მიღება/გადამისამართება;
  • თანამშრომელთა საკონტაქტო და სხვა საჭირო ინფორმაციის შემცველი ფაილების მომზადება და განახლება;
  • ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მონიტორინგი და დასუფთავების სამსახურთან კომუნიკაცია;
  • კომპანიის შიდა ღონისძიებებისა და თანამშრომელთა მცირე აქტივობების ორგანიზებაში მხარდაჭერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • ადმინისტრაციულ/საოფისე მიმართულებით მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება;
  • MS Office;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები

  • კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • კარგი კომუნიკაციური უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ინიციატივიანობა და ენერგიულობა

 

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!