სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორ- ბუღალტრის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა
ფუნქციები:
** რეალიზაციის ანგარიშფაქტურების გაგზავნა და მონიტორინგი;
** კორექტირების ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან იგივე მიმართულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (განიხილებიან კანდიდატები, რომელთა კარიერული ინტერესი მჭიდროდ დაკავშირებულია ბუღალტერიასთან);
** MS Office (სავალდებულო)
** ACCA-ს პირველი დონის სერთიფიკატი. (სასურველია)
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** ლოგიკური უნარები
** დეტალებზე ორიენტაცია
** სამუშაოს ორგანიზების უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** კონტროლისა და პასუხისმგებლობისთვის მზადყოფნა
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!