იმპორტ - ექსპორტ ლოგისტიკის სპეციალისტი
03-09-2026 -
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც  მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“  შემავალი კომპანია „ენგადი“  აცხადებს ვაკანსიას იმპორტ-ექსპორტის ლოგისტიკის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • საერთაშორის გაყიდვების (ექსპორტის) მიმართულებით ფორმირებული შეკვეთების/მოთხოვნების და მის საფუძველზე განსაზღვრული წარმოების გრაფიკების მუდმივი კონტროლი;
  • ექსპორტ-იმპორტის სრული ციკლის და საბაჟო ოპერაციების მონიტორინგი ;
  • სუბკონტრაქტორებთან მჭიდრო ურთიერთობა მთლიანი ტრანსპორტირების ციკლის განმავლობაში და ტვირთის სტატუსების კონტროლი და განახლება.
  • საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებისთვის, ოპტიმალურ დროში, სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, მიწოდების ვადებისა და ტვირთის გადაადგილების კონტროლი;
  • საბაჟო სპეციალისტთან კომუნიკაცია და გადაზიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების უზრუნველყოფა და სისრულეში მოყვანა განბაჟებისთვის.
  • შესყიდვების განყოფილებისათვის სატრანსპორტო კომპანიებიდან მიღებული სტატუსების მიწოდება;
  • საბაჟო პროცედურების და ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიტანის მონიტორინგი;
  • ყველა ტიპის ტრანსპორტისა და პროდუქტისთვის დატვირთვის სქემების შემუშავება და სტანდარტიზება შესაბამის პირებთან ერთად;
  • განხორციელებული გადაზიდვების შესახებ რეპორტინგი;
  • საბაჟო საწყობ ტერმინალთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საბაჟო და იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან მუშოაბის გამოცდილება;
  • სასურველია სატრანსპორტო და საბაჟო ოპერაციების ცოდნა
  • სასურველია იმპორტ-ექსპორტის ხაზის და ტვირთის გადაზიდვის ეტაპების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS Office ცოდნა;

                                                                       

უნარები/პიროვნული კომპეტენციები

  • დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

 

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!