გაყიდვების ანალიტიკის სტაჟიორი
სამუშაო განაკვეთი: სრული

სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

 

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

 

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკის სტაჟიორის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ფუნქცია - მოვალეობები:

 

** გაყიდვების ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

** გაყიდვების მონაცემების დამუშავება კომპეტენციის ფარგლებში და ERP სისტემაში ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი;

** გაყიდვების გუნდისგან მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციაში ჩართულობა;

** მონაცემთა ბაზების განახლებასა და კორექტირებაში მონაწილეობის მიღება;

** პრეზენტაციებსა და ანგარიშების მომზადებაში მხარდაჭერა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არასრული უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების მიმართულებით);

** MS office (Excel საბაზისო დონე);

 

 

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;

** საქმის ორგანიზების და სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;

** დეტალებზე ორიენტირებული;

** სიზუსტე, აკურატულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!
<